"ენმ"-ის წარმადგენლები ვაკეში საარჩევნო ოლქში ნეიტრალური წევრების არჩევის პროცესზე არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

ხმაურის ფონზე წარიმართა საუბანო კომისიებში ნეიტრალური წევრების არჩევა საბურთალოს N მე-2
საარჩევნო ოლქში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროცესზე დაკვირვება სურდათ, თუმცა შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირიპსირება მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელი, დავით ნებიერეიძე ამბობს, რომ ის, რაც ხდება ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში არის უკანონობა. 

არჩევნებში გაყალბების ლომის წილი, არჩევნებამდე ხდება, ანუ საარჩევნი პროცესის მსვლელობის დროს. რისი შემადგნელი ნაწილიც დღეს არის აი ეს თავხედობა და უკანონობა, რაც ვაკის მე-2 სარჩევნო ოლქში ხდება და აქ ხდება ის, რომ პარტიის წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს არ გვიშვებენ ოლქის შენობაში. ამ ოლქს ხელმძღვანელობს ცნობილი ვაკის მტავარი გამყალბებელი თამაზ ფოლადაშვილი, რომელიც არის ამ ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა -  თქვა დავით ნებიერიძემ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმოადგენლების თქმით, ინფორმაციით, ნეიტრალური კვოტის ნაცვლად, ცესკომ და ხელისუფლებამ კომისიები "ოცნების" პარტ აქტივით დააკომპლექტეს. 

ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდიმარე, თამაზ ფოლადაშვილი ამბობს, რომ პირველი სხდომები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ფოლადაშვილი "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის"   წარმომადგენლების პროცესზე შესვლას პროვოკაციას უწოდებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი