ავარია სოფელ შროშასთან - დაღუპულია 1 ადამიანი

გამოქვეყნდა:

სოფელ შროშასთან მსუბუქი და სატვირტო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი - დაშავდა. 

როგორც "მთავარ არხს" შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევათა საერთო რაოდენობა 2270-ია, დაღუპულთა რიცხვი კი - 203. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი