კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადების შედეგ არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ. ოქრიაშვილი ამბობს, რომ მის ოლქში ის არჩევნებს იგებს, ეს ხელისუფლებამაც იცის და დაჭერებით კონკურენტის ჩამოშორებას შეეცდება
თუ დააანონსა, ალბათ მეც დამიჭერენ და მეც პოლიტიკური პატიმარი ვიქნები, მაგათ სჩვევიათ დაჭერები - ამბობს ოქრიაშვილი.
კობახიძის განცხადებაში პირდაპირი მუქარა დაინახეს ოპოზიციის სხვა წევრებმაც. ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ ჩვეულ ტაქტიკას მიმართა. ეს არის - ოპონენტებზე ძალადობა, დაშინება და დაკავება.
„ვნახეთ თუ როგორ იბრძვის ხელისუფლება ზონდერბრიგადების დახმარებით ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ეს არის „ოცნების“ სამართალი, რომელიც 31 ოქტომბერს აუცლებლად დასრულდება.“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
"არ გაგვიკვირდება, თუ კიდევ ვინმეს დაიჭერენ ოპოზიციიდან, მაგრამ ეს მოხდება ერთი თვის ვადაში. ყველა ის, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, არჩევნების მერე აუცილებლად დაისჯება" - ამბობს სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე დღეს მარნეულის დაპირისპირებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და სამართალდამცველებს მითითება მისცა:
დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავების მიმართ ეს არის, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი - თქვა კობახიძემ