"იმიტომ ვისწავლე, ვიწვალე და მივაღწიე გარკვეულ საფეხურს ცხოვრებაში, რომ უდიპლომო მოსამართლემ გაგვასამართლოს ბიჭები, რომლებსაც გვიყვარს სამშობლო?!" | რეჟიმის პატიმრის წერილი

გამოქვეყნდა:

ჩვენი სარწმუნოება და დიდებული ისტორია არ გვაძლევს უფლებას დანებების! მჯერა თქვენი და ვიცი, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად!!! - წერილი საპატიმროდან. "მთავარ არხს" რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის, ვალერი თეთრაშვილის მიმართვა გამოუგზავნეს, რომელიც საზოგადოებას მადლობას უხდის სოლიდარობისა და ბრძოლისთვის.

თეთრაშვილი ოლიგარქიულმა რეჟიმმა საპატიმროში "დაფიონის" ხელმძღვანელ, ზვიად ცეცხლაძესთან ერთად გამოკეტა: 

"მოგესალმებით ქართველებო. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ ასეთი სოლიდარობისთვის და თანადგომისთვის. მიყვარხართ და მეამაყებით, როდესაც ასეთ გამთლიანებულ საქართველოს ვხედავ, უდიდეს მუხტს ვიღებ თქვენგან. მჯერა და ვიცი, რომ ამ ბრძოლის დასასრული მალე დადგება - რა თქმა უნდა, ჩვენს სასარგებლოდ. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოც აღარაა, მაგრამ რომ ვუფიქრდები მაინც მეცინება. იმიტომ ვისწავლე,  ვიწვალე და მივაღწიე გარკვეულ საფეხურს ცხოვრებაში, რომ უდიპლომო "პრეზიდენტიან" [არალეგიტიმურ რა თქმა უნდა], უდიპლომო მოსამართლემ გაგვასამართლოს ბიჭები, რომლებსაც მართლა გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ხალხი?! უდანაშაულოდ, ბრალდების დაუსაბუთებლად ასეთ რადიკალურ ზომებს მიმართავენ. ყველამ ვიცით რაზეც მეტყველებს ეს საქციელი. 
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, საქართველო გმირები ქვეყანაა! ჩვენი სარწმუნოება და დიდებული ისტორია არ გვაძლევს უფლებას დანებების! მჯერა თქვენი და ვიცი, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!  წერს ვალერი თეთრაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი