თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ. სასტუმრო "შერატონში" ბიზნესმენები უკვე ერთი საათია ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე და მისი თავიდან აცილების მეთოდებზე მსჯელობენ.
ბიზნესის სექტორი, რომელიც ახალი არჩევნების ჩანიშვნასა და რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყანა უკვე ეკონომიკურ ჩიხში შედის, რისი პირველი ნიშნებიც, მათი თქმით, დეკემბრის თვეში შეინიშნებოდა, როდესაც ტურიზმის სფერომ რამდენიმე მილიონით იზარალა.
თავისუფალი ბიზნესების წარმომადგენლების განცხადებით, შექმნილი ვითარების განსამუხტად აუცილებელია აქტიური დისკუსია და მკვეთრი გზავნილები არალეგიტიმური მთავრობისადმი.