"რეალურად, ნეგატიური შედეგი უკვე დადგა - რა პროცესშიც ქვეყანა შევიდა, გვექნება უარყოფითი ზრდა" | ნიკა გილაური

გამოქვეყნდა:

"რეალურად, ნეგატიური შედეგი უკვე დადგა - რა პროცესშიც ქვეყანა შევიდა, გვექნება უარყოფითი ზრდა - თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა და ახალი არჩევნები დაინიშნა, მაშინ 2026 წელს გავდივართ პოზიტიურ ზრდაზე" - ამის შესახებ Reformatics-ის დამფუძნებელმა, ნიკა გილაურმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"უახლოეს 3-6 თვეში უნდა ველოდოთ ლარის კურსის გაუარესებას მინიმუმ 3.1-ზე, შეიძლება ცოტა უფრო მაღლა გააჩნია რა რეალობა იქნება, ასე ვთქვათ, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება დადგება ქვეყანაში, თუ გაუარესდება, მაშინ ნამდვილად 3.1 არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დააბალანსოს ქვეყანაში ვალუტის შემოდინება გადინება. 

კურსი ძალიან ახლო კორელაციაშია ინფლაციასთანაც. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ იმპორტი ძვირდება, ეს ჯერ ასახული არ არის სამომხმარებლო ინფლაციაზე და ჩვენი გათვლებით ინფლაციას წლევანდელ წელს უნდა ველოდოთ 6%-ს, ეს არის საშუალო წლიური და სავარაუდოდ ცოტა მაღალსაც კი. 

რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას აქაც გვაქვს ორი სცენარი: პირველი სცენარით ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად ნეგატიური შედეგი უკვე დადგა. ის რა პროცესშიც ქვეყანა შევიდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვექნება 2025 წლის, პირველ ნახევარში ყველა ვარიანტში და 2025 წელსაც, უარყოფითი ზრდა. ჩვენი პროგნოზი არის 2%-იანი მინუსი, რაც 2025 წელს ექნება ქვეყანას. 

თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა და ახალი არჩევნები დაინიშნა რაც შეიძლება მალე და იზოლაციიდან გამოვედით და აღდგა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემოდინებები, აღდგა პირდაპირი ინვესტიციები, მაშინ 2026 წელს ჩვენ უკვე გავდივართ პოზიტიურ ზრდაზე პლუს 3.5%-ზე," - განაცხადა ნიკა გილაურმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი