ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომღერალი ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე აქციის მონაწილეები ქალაქის მერიიდან მსვლელობით მივიდნენ.
მოქალაქეები სკანდირებენ "მოღალატე", მათი თქმით ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კონცერტის და სიმღერის დრო არ არის.
"ჩვენი სათქმელი არის ის, რომ დღეს არავის არ უნდა ეკონცერტებოდეს მაშინ, როდესაც საქართველოს წინსვლისთვის დაპატიმრებული ვაჟკაცი მებრძოლები არიან ციხეში და გვაქვს თავზე დახეული კონსტიტუცია, მოპარული არჩევნები. ამიტომ დღეს კონცერტზე კი არ უნდა ვიდგეთ, უნდა ვიდგეთ ქუჩაში და უნდა ვაპროტესტებდეთ გაყალბებულ არჩევნებს, ვითხოვდეთ ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას.
ანრი ჯოხაძეს ვეტყოდი იმას, ომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის ქართულ "სახელოვნებო კულტურაში" ყოფნას, თუ არ იქნება სწორ პოზიციაზე, რაც სახელმწიფოებრივი პოზიციაა," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე.