"ვგმობ "ოცნების" მთავრობის ძალადობას... ზვიად ქორიძეზე თავდასხმა ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ" | შაჰინი

გამოქვეყნდა:

"ვგმობ "ქართული ოცნების" მთავრობის მიმდინარე ძალადობას... ზვიად ქორიძეზე თავდასხმა ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ," - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას ავრცელებს

"მე ვგმობ "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ მიმდინარე ძალადობას. ბოლო თავდასხმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომელ ზვიად ქორიძეზე ადასტურებს მტრულ დამოკიდებულებას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების მიმართ," - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. 

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს, ბათუმში, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე ჩასულ ზვიად ქორიძეს, სასტუმრო შერატონის ფოიეში, "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ. იმავე ღამეს, შერატონის ფოიეში, "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ფიზიკურად გაუსწორდა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი