საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინა მიღებას დაესწრო და მომავალი ადმინისტრაციის წევრებს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებაზე ესაუბრა.
"მქონდა პატივი, დავსწრებოდი GOP-ის ინაუგურაციის წინა მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მოწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პირებისთვის გადამეცა ქართველი ხალხის გადაუდებელი მოწოდება: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება," - წერს სალომე ზურაბიშვილი.