"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდაშვილი დაიჭრა. ინფორმაციას "TV პირველის" ავრცელებს.
დაპირისპირებაში "ტვ პირველის" ცნობით, შინჯიკაშვილის მოადგილე, გიორგი უბილავა მონაწილეობდა, რომელმაც მათივე ინფორმაციით, ქვეყანა უკვე დატოვა. თავად მარიდაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
რაც შეეხება "ასპრიას", ფიტნეს დარბაზის დაცვა ისევ ირწმუნება, რომ კამერები არ მუშაობს და გარჩევას დარბაზის ტერიტორიაზე უარყოფს.
ბოლო ერთ თვეში, ეს უკვე მეორე დაპირისპირებაა დაჯგუფებებს შორის ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან". პირველი დაპირისპირების შესახებ ცნობილი გასული წლის 24 დეკემბერს გახდა ცნობილი.
უბილავას სახელი ნიღბიანების ორგანიზებულ არაერთ თავდასხმას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, უბილავა სწორედ ხარებასთან დაპირისპირების გამო, გარკვეული პერიოდი ქვეყნიდანაც იყო წასული, თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს შინჯიკაშვილ-ხარებას მოძალადე შავფორმიანები ერთად არბევდნენ და აწამებდნენ.