56 სართული 47-ს ნაცვლად | ნოშიკო ნამორაძემ ცათამბჯენის შეცვლილი პროექტი მერიასთან დაჩქარებული წესით შეათანხმა

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი, " ოცნების" უმსხვილესი შემწირველი ნოშრევან ნამორაძე ვაკეში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, 230 მეტრიან ცათამბჯენს აშენებს.  ინფორმაციას Commersant- ავრცელებს

ბიზნესმენის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ის შენობა განთავსდება. კომპანიის ინფორმაციით, VR Vake Skyview საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ნოშრევან ნამორაძემ, ცათამბჯენის შეცვლილი პროექტის მშენებლობის ნებართვა, გასული წლის ბოლოს დაჩქარებული წესით შეათანხმა.

"ტერიტორიის ჯამური ფართობია 18664 კვ.მ-ია. ეზოში გამწვანებული ტერიტორიების საერთო ფართობი იქნება მინიმუმ 5639.1 კვ.მ.

მოხდა პროექტის ცვლილება, რაც ითვალისწინებს:

- შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობა შედგებოდა  47 მიწისზედა სართულისგან, ცვლილების შემდგომ სართულების რაოდენობა შეადგენს 56 -ს;
- შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობის სიმაღლე 0.000 ნიშნულიდან იყო 180 მ, ცვლილების შემდგომ შენობის სიმაღლე 0.000 ნიშნულიდან შეადგენს 230 მ-ს;
- შეთანხმებული პროექტის მიხედვით შენობის ტიპიურის სართულის სიმაღლე შეადგენდა 3.60 მ-ს, ცვლილების შემდგომ შენობის ტიპიური სართულის სიმაღლე 3,70 მ-ია;

-მიწის დონის ქვედა  სართულები იყო 4 (ნიშნულებით :-3.500, -6,400. -9,300, -12.200 ) ცლილების შემდგომ სართულების რაოდენობა გაიზარდა 2 -ით ( ნიშნულებით : -5 სართული  -15.100 და -6 სართული -18.000 ნიშნული);
- ავტოსადგომების რაოდენობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით იყო : 310 ცვლილების შედეგად, ორი სართულის დამატების შემდგომ  პარკინგების რაოდენობა შეადგენს: 643", - ნათქვამია შეცვლილი პროექტის განმარტებით ბარათში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი