ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, "ქართული ოცნების" წევრი და არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი, ტიტე აროშიძე დაინიშნა.
აროშძესთან ერთად ბსუ-ის რექტორობისთვის ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლორა და ფაუნას" დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე იბრძოდა.
რექტორს 11-წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევდა. ასარჩევად საჭირო იყო 6 წევრის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი "ოცნების" კანდიდატ ტიტე აროშიძის ძმაა.
რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები ამბობდნენ, რომ აროშიძის რექტორობა უნივერსიტეტში "ოცნების" დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. ბსუ-ის შენობაში "ოცნებას" მობილიზებული ჰყავს საკუთარი პარტაქტივი, რომლებიც ახალგაზრდებთან დაპირისპირებას პროვოკაციებით ცდილობენ.