გამოძიება დავითგარეჯის მიწებზე - კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის სახლს და ოფისს ჩხრეკენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული დავითგარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის ოფისში, სადაც  ჩრხეკა მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში, დაკითხვაზე იბარებენ კომისიის ყოფილ წევრებსაც.

ივერი მელაშვილმა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ მისი სახლის ჩხრეკს შემდეგ სამართალდამცავებმა უკვე მის ოფისში გადაინაცვლეს. მელაშვილი მის მიმართ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. 

დამიბარეს კი არა, ამ დილას ჩხრეკა ჩამიტარეს სახლში და ახლა სამსახურში მიტარებენ ჩხრეკას - თქვა ივერი მელაშვილმა 

რაც შეეხება სადემილიტაციო კომისიის სხვა წევრებს. "მთავარი არხი" ესაუბრა ერთერთ მათგანს, რუსლან აბაშიძეს, რომელიც 2000-2008 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებდა, ახლა კი ის  აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელია. აბაშიძის თქმით, ვერ იხსენებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი რუკის მსგავსი რუკა კომისიაში ჰქონოდათ განხილული.

შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი