"ოცნების" პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რადგან პარტია რუსული გავლენის ქვეშაა. არის დიდი საფრთხე, რომ ქვეყანა რუსეთის ნაწილად იქცეს" | მიჰკელსონი

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროდ, საქართველოში მძიმე სიტუაცია. საქართველო დღეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ის არის ერთი პარტიის და ერთი ოლიგარქის, დიქტატორის ქვეშ - ეს კი არ არის თავსებადი ევროკავშირის კრიტერიუმებთან. ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩაატარა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიმართავს ყველა ხერხს - რეპრესიებს, დაშინებას, ძალადობას, დევნის მათ, ვინც ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და ევროპულ მომავალს. ეს მეთოდები ტოტალიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი და ანალოგიური გამოყენებული იყო ბელორუსში. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი უკვე 60 დღეა ქუჩაშია, ეს არის სიგნალი რომ ყველა ქვეყანამ გაიგოს, რომ ახლა საქართველოს და ქართველ ხალხს დახმარება სჭირდება. ახალი არჩევნების დანიშვნა ერთადერთი გამოსავალია კრიზისიდან, რომელიც "ქართული ოცნების" რეჟიმმა შექმნა, ამ პარტიის პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რადგან "ოცნება" რუსული გავლენის ქვეშაა და არის დიდი საფრთხე იმისა, რომ ქვეყანა რუსეთის ნაწილად იქცეს".

- განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი