სალომე ზურაბიშვილი ელისეს სასახლეში კიდევ ერთხელ შეხვდა ემანუელ მაკრონს. პარიზში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჩავიდა. მაკრონთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ვითარება და ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების ეროვნულ დონეზე დაწესება იყო. შეგახსენებთ, ამერიკას ამოქმედებული აქვს პერსონალური სანქცია ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებების გამო. ევროკავშირს კი ამ ეტაპზე მხოლოდ სავიზო შეზღუდვა აქვს ამოქმედებული, ეროვნულ დონეზე კი სანქციები მხოლოდ ცალკეულმა ქვეყნებმა აამოქმედეს "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, და ამ შემთხვევაშიც სავიზო ხასიათისაა ეს შეზღუდვები. ცხადია, რომ კრიტიკული მნიშვნელობის იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომლის დაწესებაზე მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო ბრიტანეთმა და რომლის გაგრძელებას, სავარაუდოდ, საფრანგეთში ვიხილავთ.
მაინც როდის შეიძლება ველოდოთ უკვე ევროპის სახელმწიფოების დონეზე პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის და მისი ძალადობრივი რეჟიმის მთავარი მაცოცხლებლების წინააღმდეგ.
უფრო მეტი ნახეთ ზურა პეტროსიანის სიუჟეტში.