გიორგი გოგავა მუქარაში ლევან სალაყაიას ადანაშაულებს. ამის დასტურად კი ფოტოები მოაქვს, რომელიც თავად გადაიღო. ყვება, რომ სალაყაიამ მას შემდეგ დაანება თავი, რაც თავდაცვის მიზნით მობილური ამოიღო და მისი გადაღება დაიწყო. 

შემთხვევა სენაკში გუშინ საღამოს მოხდა. მანამდე კი გიორგი გოგავა იმ აქციის მონაწილე იყო დედასთან ერთად, რომელიც სენაკის გარდა სხვადასხვა ქალაქში საოლქო საარჩევნო კომისიებთან გაიმართა. 

ოპოზიციამ საუბნო საარჩენო კომისიების თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად მმართველი გუნდისთვის სასურველი და უკვე წინასწარ შერჩეული კანდიდატების დანიშვნა გააპროტესტა. 

გიორგი გოგავას დედა მირანდა მირცხულავა სენაკის საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. მისი თქმით მან ლევან სალაყაიას მანქანა აქციაზეც დაინახა. 

მუქარის შესახებ გოგავამ პოლიციას გუშინვე აცნობა და გამოკითხეს. დღეს კი ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ისევ დაიბარეს. 

გიორგი გოგავას დედა მირანდა მირცხულავა მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა რომ თვალთვალისა და მუქარის ფაქტზე გამოეკითხათ. ამ მიზნით თავად მივიდა საგამოძიებო უწყებასთან თუმცა არ გამოუკითხავთ.

ამ დრომდე უცნობია გამოიკითხა თუ არა ლევან სალაყაია ასევე დაემუქრა თუ არა პოლიტიკური ნიშნით გიორგი გოგავას. სამხედრო პოლიციის გამომძიებელი მთავარი არხის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. იგი არც სახლში დაგვხვდა. დეტალებზე საუბარი არც ოჯახმა ისურვა.

თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. უწყების შეფასებით ეს საგზაო ინციდენტი იყო. 

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო- მუქარის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების. გიორგი გოგავა და მირანდა მირცხულავა კი ითხოვენ, რომ მუქარისთვის სათანადოდ დაისაჯოს თანამდებობაც დატოვოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი