"აქ დგომა მორალური ვალდებულებაა, სანამ 53 ადამიანი იქნება პატიმარი, მანამდე იქნება პროტესტით მოცული თბილისი და არამარტო თბილისი" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ოლიგარქის ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, რომ დღევანდელი აქციისთვის ხელი შეეშალა, პროტესტი მაინც გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ ქართველი ხალხი გამარჯვებას არ მიაღწევს. ამის შესახებ ნიკა მელიამ "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

"რეჟიმი ცდილობს ხალხის დინება გაწყვიტოს ორად,სამად და ერთმანეთს დააშორიშოროს და ამით გაანეიტრალოს საზოგადოების დიდი რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უხერხული გეოგრაფიული ლოკაცია იყო აქციაზე მოსასვლელად შერჩეული და ხელისუფლებამ დილიდან იზრუნა, რომ ხალხს მოსვლა გასჭირვებოდა, ტაქსის მძღოლებს აქცია გაამართვინეს და ათქმევინეს, რომ უარს ამბობენ თბილისი მოლთან მგზავრების წაყვანაზე, ასევე შეზღუდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა...

მაგრამ ეს ხომ უბრალოდ დეტალებია და მომავალში არავის ემახსოვრება. მომავალში არც კობახიძის და ივანიშვილის სიგიჟეები და არც 28 ნოემბრის განცხადებები არ ემახსოვრებათ, ემახსოვრებათ, როგორც გაიმარჯვა ხალხმა და საზოგადოებამ. აქ დგომა მორალური ვალდებულებაა, სანამ 53 ადამიანი იქნება პატიმარი, მანამდე იქნება პროტესტით მოცული თბილისი და არამარტო თბილისი." - განაცხადა ნიკა მელიამ.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი