ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ოლიგარქ ივანიშვილს 5 თებერვალს, "ასაკის გათვალისწინებით", დისტანციურად გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე გამოიკითხა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ თავად ოლიგარქ ივანიშვილს 5 თებერვალს დისტანციურ რეჟიმში გამოკითხავენ.  

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილმა ვერ გაბედა სასამართლოზე მისვლა და საკუთარი "სიმართლის" მტკიცება: 

"მოითხოვა დაზარალებულმა მხარემ, რომ ივანიშვილის ასაკის გამო და იმის გამო, რომ მოუწევდა დიდხანს კითხვებზე პასუხი და მისი ასაკი გასათვალისწინებელი იყო, მოითხოვეს დისტანციურად დაკითხვა. ანუ, ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა მართავდეს ქვეყანას, არ შეუძლია ასაკის გამო, რომ გამოცხადდეს სასამართლოში. " განაცხადა სასამართლოს დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ივანიშვილის მოთხოვნებს და სხდომას დახურავენ.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი იყო, მიიჩნევს რომ ეს საქმე მისთვის  თანხის გამოძალვის მცდელობაა.  ბაჩიაშვილს ოლიგარქი 8000-მდე ბიტკოინს ედავება, რომლის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი