საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ და აქციას მართავენ | მიზეზი 3 თვის გაუცემელი ხელფასებია

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, გაფიცვის მიზეზი 3 თვის გაუცემელი ხელფასებია.

მუშები ამბობენ, რომ ახლა, ავტობანის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

"გაფიცული ვართ დაახლოებით 200 ადამიანი, ზოგი ტექნიკაზე მუშაობს, ზოგი არმატურას ალაგებს. თითო თვის ხელფასი დაახლოებით ორი ათასი ლარია. ხან ამბობენ, 2 დღეში მოგცემთო, ხან 5 დღეს ამბობენ, მაგრამ ასე გვატყუებენ 3 თვეა. სამუშაოებს არ დავიწყებთ, სანამ დავალიანებას არ მოგცემენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კახეთში ავტობანის მშენებლობა საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის 4-ზოლიან საავტომობილო გზას კომპანია - Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi აშენებს. გზების დეპარტამენტის სამსახურის ცნობით, მუშების გაფიცვის საკითხს სწავლობენ. საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 276.7 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი