დონალდ ტრამპს და აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ twitter-ზე ავრცელებს.

ჩვენ დაუყოვნებლივ გადავალთ კარანტინში და გამოჯანმრთელების პროცესს დავიწყებთ. ამას ერთად დავძლევთ, — წერს დონალდ ტრამპი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი პრეზიდენტის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა, რის შემდეგაც პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ტესტირება ჩაუტარეს და იზოლაციაში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი