საგარეო ვალი 24 მილიარდი ლარია | ვისი ვალი აქვს საქართველოს

გამოქვეყნდა:

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გამოსახული სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 24 106 855 000 ლარია, აქედან 23 120 365 000 ლარი მთავრობის საგარეო ვალია. 986 490 000 ლარი კი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს აღებული. 1 403 400 000 ლარს შეადგენს ფასიანი ქაღალდები - ევრობონდი.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული ვალის საერთო მოცულობა 17 მილიარდ ლარს აჭარბებს. მრავალმხრივი კრედიტორებში საქართველოს მთავრობას ყველაზე დიდი რაოდენობის ვალი აზიის განვითარების ბანკის აქვს 6 371 227 000 ლარი. მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის IBRD-ის ვალი 4 597 136 000 ლარს შეადგენს.   ევროპის საინვესტიციო ბანკის ვალი კი 3 029 409 000 ლარია.

რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, საქართველოს მთავრობას ყველაზე მეტი ვალი აქვს საფრანგეთის 2 150 253 000 ლარი და გერმანიის 1 565 237 000 ლარი, მესამე ადგილზეა იაპონია 330 670 000 ლარით. რუსეთის ვალი 22 088 000 ლარს შეადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი