რუს ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალების გადასატანად ვირები გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ომის კორესპონდენტები ადასტურებენ. ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა.
ფრონტზე ვირების გამოჩენის საკითხზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის წევრმა ვიქტორ სობოლევმა და განაცხადა, რომ "ნებისმიერი საშუალება კარგია, რომელიც მიზნად ისახავს რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლის შენარჩუნებას". მისი თქმით, მანქანებზე, რომლებიც რუს ჯარისკაცებს საბრძოლო მასალას და საკვებს აწვდიან უკრაინული დრონები ნადირობენ.
სობოლევის კოლეგამ სათათბიროს თავდაცვის კომიტეტში, ვიქტორ ზავარზინმა კი განაცხადა, რომ ბრძოლაში თავისი წვლილი ვირებმაც უნდა შეიტანონ. "დაე იმუშაონ, და გამარჯვებაში ვირებიც დაგვეხმარონ"- განაცხადა ზავარზინმა.