"მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძეს ოლიგარქის სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძის საქმეზე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო მეორე მუხლის, სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში ბარამიძე სამართალდამრღვევად სცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. 

"წინააღმდეგობის გაწევა, როცა ოპერატორი ვიღებ, არანაირად არ გამოდის. რადგან იქ მე სად მომინდება დადგომა, რა რაკურსით გადაღება - ვერც მოსამართლე გადამიწყვეტს, ვერც პატრული და ვერც სპეცრაზმელი. ოპერატორი ვარ და თავისუფლად უნდა მოქმედებდე - ეგრეა საერთოდ", - თქვა ბარამიძემ. 

ოპერატორის ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში მხოლოდ ორი მოწმის - ოლიგარქის პოლიციელების ჩვენებები ჰქონდა და ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

"ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და ეს დასტურდება ვიდეო კადრების ჩანაწერებითაც. მეორე მხრივ, მათ ხელთ იყო მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება, რომლებიც დაიბნენ, ცრუ ჩვენებები მისცეს, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა ეს ჩვენებები. ამიტომ, მოსამართლეს ეს ჩვენებები საერთოდ არ უნდა გაეთვალისწინებინა და უნდა გაემართლებინა სრულად სერგი ბარამიძე. მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნა გამოიყენა, ჩვენ მაინც გვგონია, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო", - თქვა ადვოკატმა.

სერგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ეხება 2024 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდს, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორ პროტესტის გაშუქების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო სერგი ბარამიძეს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც არის დაწყებული, თუმცა ჯერჯერობით არცერთი მოძალადე პოლიციელი არ გამოუვლენიათ, თუმცა ამ ფონზე ოლიგარქის შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში თავად მსხვერპლი დაადანაშაულა.

"მთავარი არხის" ოპერატორმა სერგი ბარამიძემ იმის შესახებ, რომ სასამართლოში მის წინააღმდეგ პროცესი უნდა გამართულიყო, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რეჟიმის სხვა პატიმრების პროცესების გაშუქებისას გაიგო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი