მორიგი თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბზე. გუშინ, პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, საარჩევნო შტაბის სარეკლამო მიკროავტობუსს რამდენიმე ადამიანმა ქვები ესროლა. დაზიანდა სხვა ავტომობილებიც და ჩაიმსხვრა ერთერთი სააფთიაქო ქსელის შუშებიც.
ოპოზიციის წარმომადგნელები ქვებით დაშინებაში სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარ კანდიდატ გოგი მეშველიანსა და მის ძმას ადანაშაულებენ. მათი თქმით, მეშველიანის ძმა ხელმძღვანელობს პატარა ბიჭების დაჯგუფებას, რომლებიც ასე ღამის საათებში ხულიგნობენ.
ადგილზე გამოძიება გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა ამ დრომდე, არცერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.