"მაშინ ღობავენ მთავრობის წევრები რომ მოდიან... წავიდნენ და ახსნეს ღობე" | ადგილობრივები ე.წ. ოცნების ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

ადგილობრივების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი ისე დაიწყო, რომ უსაფრთხოების ზომები არავის მიუღია: 

"2 ბავშვი გამოგვეცალა ხელიდან. აქ რომ მეორე ეტაპი შენდება , უსაფრთხოება არ არის დაცული , არც არასდროს ყოფილა...უნდა მოსულიყვნენ და უსაფრთხოება დაეცვათ, შემოეხაზათ გარე პერიმეტრი და შემდეგ დაეწყოთ მუშობა. ასე არ ყოფილა. ასე, რომ ყოფილიყო და უსაფრთხოება დაეცვა მთავრობას, ჩემი აზრით, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა" ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი. 

"მაშინ ღობავენ ღარიბაშვილი რომ მოდის, რიჟვაძე რომ მოდის. შემოღობეს მაშინ და დაამთავრეს ეს ყველაფერი, წავიდა, ახსნეს ღობე და ვსო და მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. ვინ უნდა აგოს პასუხი? ეგენი რომ მოდიან მაშინ არის უსაფრთხოება დაცული, ამაზე გაგვცენ პასუხი" ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

გაიჟღერა ვერსიამ, რომ ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ არის. 

ტრაგედია ე.წ. ოცნების ქალაქში ცოტა ხნის წინ დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უბედური შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, არალეგიტიმურმა პრემიერმა მშენებლობა დააანონსა და იქ ახლა ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა.  

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი