ეგზიტპოლების მიხედვით გერმანიის არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

გერმანიის ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების მიხედვით ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.

ARD-ისა და ZDF-ის ეგზიტპოლების თანახმად, კონსერვატორებმა, რომლებიც შედგებიან მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისგან (CDU) და  ქრისტიან-სოციალური კავშირისგან (CSU), 29% მიიღეს.

ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - პარტია, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიმიგრაციული და პრორუსული პოზიციები - მეორე ადგილზეა 19.5%ით.

კანცლერ ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატებმა (SPD)16% მიიღეს.

მწვანეები მეოთხე ადგილზე გავიდნენ ხმების 13.5%-ით

გერმანიის შემდეგი კანცლერი სავარაუდოდ ფრიდრიხ მერცი გახდება და მოელიან, რომ ის აირჩევს კოალიციის  შექმნას SPD-თან და/ან გარემოსდამცველ მწვანეებთან. AfD-ს კოალიციას თავს არიდებენ სხვა პარტიები და ისინი სავარაუდოდ მთავრობის გარეთ დარჩებიან.

ვადამდელი არჩევნები გამოწვეული იყო სამმხრივი კოალიციის დაშლით, რომელსაც ხელმძღვანელობდა კანცლერი ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტული პარტია.

გერმანიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურა. გერმანული მედია იუწყება ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდულად მაღალი აქტივობის შესახებ. აქტივობამ თითქმის 84% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გდრ-ისა და გფრ-ის გაერთიანების შემდეგ. 2021 წლის ბოლო ფედერალურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 76.4 % იყო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი