21 წლის გიორგი მინდაძის საქმე | ადვოკატის განცხადებით, მოწმე გამომძიებელმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რეჟიმის პატიმრის, 21 წლის გიორგი მინდაძის მორიგი პროცესი გაიმართა. პროკურატურამ მოწმედ გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე მიიყვანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მინდაძე პოლიციის განყოფილებაში დააკავეს, სადაც ახალგაზრდა უწყების ჩაბარების საფუძველზე, თავადვე გამოცხადდა.

თუმცა, ოჯახი ამბობს, რომ მინდაძე არა პოლიციის განყოფილებაში, არამედ სოფელ წილკანში, ნათესავის სახლში დააკავეს ამ ადგილზე იმ დროს მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

"ბავშვი, რომელიც სტუმრად იყო წილკანში თავის ბიძაშვილთან, თავის დედასთან ერთად და დედას ხელიდან წაართვეს და რანაირად მივიდა გიორგი უწყებით, როგორ გამოცხადდა? ეს ხომ ფაქტია. რომ შემოვიდნენ, ხელიდან რომ წამართვეს და მანქანამდე მე რომ მივაცილე - დედა ვიტყუები? " - ამბობს მინდაძის დედა. 

გამომძიებელმა არ მიაწოდა სასამართლოს სრული და ობიექტური ინფორმაცია . მან არ აღნიშნა სწორად, რომ თითქოსდა გიორგი მინდაძე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა საკუთარი ნებით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რამეთუ, წილკანში განხორციელდა მისი დაკავება. ამის მოწმეები არსებობენ, რომლებიც დაადასტურებენ აღნიშნულს სასამართლოში" განაცხადა მინდაძის ადვოკატმა. 

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის გიორგი მინდაძეს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი