"გაილახები, გეუბნები"... | ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“, "ლელოს" დეპუტატს დაემუქრა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე, საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“ – ვაჟა დარჩიას დაემუქრა.

„უზრდელი ხარ… გაილახები ეხლა, გაილახები, გეუბნები უკვე, შენი საქციელების გამო…“ – ასე მიმართა მან საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიას, რომელიც დიდთოვლობის გამო ქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა.

"უზრდელი ვინც არის, სხდომის ჩანაწერს მოუსმინე და გაიგებ. უზრდელები მოიკითხე თქვენს გუნდში, რომლებმაც აქ რაღაცები იკადრეს“- ასე უპასუხა გოგუაძის მუქარას ვაჟა დარჩიამ.

სიტყვიერ დაპირისპირებამდე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ზურაბ ნაკაიძე საუბრობდა იმაზე, რომ ის არ არის მომხრე მერიამ თოვლის გამწმენდი სპეცტექნიკა შეიძინოს, რადგან ეს, ნაკაიძის თქმით, ფუჭი ხარჯია- „მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამის გამო ილანძღებოდა ზოგიერთი. წინააღმდეგი ვიქნებით ჩვენ ვიყიდოთ 10-20 მლნ-იანი ტექნიკა და დავაყენო 4-5 წელი ტყვილა. ეს არის არასწორი“- თქვა ზურაბ ნაკაიძემ საკრებულოს სხდომაზე.

["ბათუმელები"]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი