თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ, სავარაუდოდ, 1 პირი დააკავა. ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს.
მათი ცნობით, პოლიციამ კაცს გზა გადაუკეტა, რასაც რამდენიმე მანქანას შორის ავარია მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს პოლიციელები დაშავდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ იყო სროლაც.
"მთავარი არხის" ციფრული დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდილობს.