ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ის სათათბიროდ მას შემდეგ გავიდა, რაც სააკაშვილმა წინა პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის "ბ" პუნქტებში. მისი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყება განაჩენის მიღების მომენტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. მას 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. 

ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი