ბათუმის რაიონულ სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. ოლიგარქის სასამართლო ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოებას განიხილავს.
სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება.
ჟურნალისტს ოლიგარქის პროკურატურა 14 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაზე სტიკერის გაკვრას ედავება. პირველად მზია ამაღლობელი სწორედ ამ მიზნით დააკავეს. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე იცავს.