წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია.
მისივე ცნობით, ფოცკო-ეწერში დაიწვა ანძა, ხოლო ჯვარში საცხოვრებელი სახლი.
"ნუ დაანთებთ ცეცხლს! ნუ დაანთებთ. ამ წუთისთვის ფოცხო-ეწერში ანძა დაიწვა, ჯვარში საცხოვრებელი სახლი. კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია. მუნიციპალიტეტს გააჩნია ორი სახანძრო მანქანა. მოქალაქეობრივი შეგნების მიღმა არის კანონი. ეს ქმედება დასჯადია. პ.ს გაითვალისწინეთ, რომ მარტვილშიც ხანძარია. წალენჯიხაში ძლიერი ქარია, რაც ხელს უწყობს ცეცხლის გავრცობას. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება", - წერს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.
"მთავარი არხის" ვებგვერდი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ფოტო: ბერდია კალანდია