კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ.
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ის ცნობით, შესაბამისი ბრძანება პუტინმა რუს სამხედროებს უკვე მისცა.
"საუბრისას დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ 30 დღით თავი შეიკავონ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისგან. ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად უპასუხა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მაშინვე გასცა", - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპისა და პუტინის საუბარი თითქმის 2 საათი გაგრძელდა. დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.