სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

გამოქვეყნდა:

სტამბოლში მერის დაკავებას მასშტაბური პროტესტი და გამოსვლები მოჰყვა. სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უმაღლეს სასწავლებელთან პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს, სამართალდამცველები კი მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

სწორედ აღნიშნულმა უნივერსიტეტმა გაუუქმა ქალაქის მერს დიპლომი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე და ამით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა. 

სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ 

ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრება გააპროტესტეს პარლამენტშიც. იმამოღლუს პარტიის წევრები ამბობენ, რომ "19 მარტი თურქეთის ისტორიაში შევა, როგორც შავი ლაქა და 19 მარტის გადატრიალების სახელით დარჩება“.

სტამბოლის გარდა, საპროტესტო გამოსვლებია თურქეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში. 

შეგახსენებთ, სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ეკრემ იმამოღლუ  კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დღეს დილით დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი