კორონავირუსის ინფექციის მქონე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გამოქვეყნდა:

ახალი კორონავირუსით დაავადებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომეკსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სხვებთან შედარებით მძიმეა.

თუმცა მედიკოსების განცხადებით, მას პნევმონია არ აღენიშნება. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

პაციენტის მდგომარეობა ისეთია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ ამ დაავადებას ახასიათებს, ერთგვარი ვერაგობა, თუ მაგალითად, გრიპი იწყება მძიმედ თავიდან და არის ის, რაც არის, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დასაწყისი და პირველი კვირის მანძილზე დამძიმება, მათ შორის, სერიოზული დამძიმება. ბევრი კავშირი ჰქონდა, 15-ზე მეტ პიროვნებასთან ჰქონდა კავშირი და სავარაუდოდ, თუ მათ კლინიკური სიმპტომები არ აქვთ მოთავსდებიან კარანტინში, თუ აქვთ მაშინ, გამოიგზავნებიან აქ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

44 წლის მამაკაცი იტალიიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ინფექციურ საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურით მიაკითხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი