გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფას.
გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ თანხა გამოიყოფა უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, მათ შორის, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული დახმარების გადაწყვეტილების შესახებ 17 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა:
"მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ძირითადი კანონით გათვალისწინებული ინვესტიციების გარდა, ჩვენ საბოლოოდ გამოვყოფთ კიდევ 3 მილიარდ ევროს უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს. ეს ნიშნავს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის 7 მილიარდი ევროს მიწოდებას, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა," - თქვა ანალენა ბერბოკმა.