პარლამენტის წინ ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, "სეუ"-ს ორი სტუდენტი გოგონა - თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია.
დაკავებულია ერთი ახალგაზრდა ბიჭიც, რომელიც ტროტუარზე იდგა და კითხვას სვამდა, რატომ აკავებდნენ ახალგაზრდებს.
როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ახალგაზრდები პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი უფლებაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით, მანქანით წაიყვანეს.
სად გადაიყვანეს ახალგაზრდები უცნობია. პასუხს შსს-ს პრესსამსახურისგან ველოდებით.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე ღამეა სტუდენტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ ღამეებს ათევენ.