ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.
"მთავარი არხის" ვებგვერდს საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ რამიშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ის ამ პოსტს 2018 წლის დეკემბრიდან იკავებდა.