"ინდიგოს" ჟურნალისტს, საბა სორდიას, იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს

გამოქვეყნდა:

"ინდიგოს" ჟურნალისტს, საბა სორდიას, იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს - ინფორმაციას მედიასაშუალების ხელმძღვანელი ავრცელებს: 

"ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ." წერს "ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

ოლიგარქის პოლიციამ ჟურნალისტი გუშინ, 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან.  

როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ საბამ განუცხადა, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და პირადობის გადაცემის შემდეგ, პოლიციელებმა უკვე ჩანთის გახსნა მოითხოვეს, სორდიამ ჩანთაც გახსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა თავად სცადეს ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნა, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა ის  მანქანაში ჩასვეს და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი