თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მარცხენა სანაპიროზე გზა არ ჩანგრეულა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს პრესსამსახურში განუცხადებს, მიმდინარეობს სამუშაოები.
სოციალურ ქსელში მარცხენა სანაპიროზე ამსახველი ვითარების ფოტო ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.