"მარტივ ენაზე რომ ვთქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას, ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ – ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ".
- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
*უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. არსებობს ვიდეომასალა, სადაც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტების წრეშია მოქცეული და მას ფიზიკურად უსწორდებიან - ურტყამენ ფეხებს. ოკუპანტები მას აიძლებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. 2013 წელს, მაშნდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.