ესტონეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი, KIWALA დააკავა

გამოქვეყნდა:

ესტონეთმა პარასკევს ფინეთის ყურეში ტანკერი KIWALA დააკავა, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია. გემი ლენინგრადის ოლქის სავაჭრო პორტ უსტ ლუგაში მიემგზავრებოდა. ოფიციალური ტალინი აცხადებს, რომ ტანკერს გადაადგილების უფლებას იქამდე არ მისცემს, ვიდრე "გამოვლენილი ხარვეზები არ გაირკვევა".

ესტონეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, გემს აქვს როგორც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული, ისე  ტექნიკური პრობლემები - „ჩვენ არ შეგვიძლია გემს მივცეთ მოგზაურობის გაგრძელების უფლება, რადგან საზღვაო და გარემოსდაცვითი უსაფრთხოება გარანტირებული არ არის“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო ჯიბუტის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი KIWALA, კანადის, ევროკავშირის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერაა სანქცირებული. ჯიბუტის რესპუბლიკა მასთან კავშირს უარყოფს. 

ტანკერი ამჟამად ტალინის ჩრდილოეთით, ყურეშია გაჩერებული და ესტონური სამხედრო გემების მეთვალყურეობის ქვეშაა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი