"ვუთხარი, რომ არც ერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ" | ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საქმე ეხება ჯაფარიძის მიერ თეა წულუკიანის კომისიაზე არდასწრების საკითხს - კერძოდ, ჯაფარიძეს სსკ-ის 349-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ჯაფარიძის თქმით, კითხვები ძირითადად კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირდებოდა.

"ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე. ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების იმ შედეგებს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას...

ვუთხარი, რომ პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არც ერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი