პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის, ამის შესახებ მან განცხადება დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გააკეთა. მისი თქმით, დღემდე თითოეული მისი პოლიტიკური ნაბიჯი, კონკრეტულ მიზანს - ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და სახელმწიფოს გაძლიერებას ეფუძნებოდა. ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტიკა დადებითად დაასახელა,ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მშვიდობის გარანტი უწოდა და ბრიფინგის განმავლობაში მას არაერთი მადლობა გადაუხადა.
"მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან დამეკისრა, უნდა ითქვას რომ შევასრულე. გავდივარ პოლიტიკიდან მაგრამ ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდის და ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯერ ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა ეს იქნება კერძო სექტორი.
ვინ იქნება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამის შესახებ ღარიბაშვილს არ უსაუბრია.