ვარძიის მიმდებარედ მდინარეში რუსი ტურისტი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო - მას მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ.
როგორც "მთავარი არხი" ვებგვერდს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კაცის ცხედარი დღეს იპოვეს.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით და მასალა უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე განახლდება.