ჯარიმებისთვის ახალი, "თავისუფლების ფონდი" ფუძნდება, რომლის საბანკო ანგარიში ინგლისში იქნება

გამოქვეყნდა:

 ჯარიმების გადასახდელად, მოქალაქეებისთვის ახალი ფონდი შეიქმნა - "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლის, დავით ჯინჭარაძის ცნობით, აფუძნებს  "თავისუფლების ფონდს'', რომლის ანგარიში ინგლისში იქნება და შესაბამისად, ვერ დაყადაღდება:

"ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად. 
ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებით და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება. 

დღეს ვქმნი ,,თავისუფლების ფონდს'', რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან. 

თანხების შეგროვებისთანავე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება. 

შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხების მობილიზებისთვის და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯის და დონაციის გამჭვირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება. გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე. 

ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას!" წერს ჯინჭარაძე.

შეგახსენებთ, "ოცნებამ" ყველა ის ფონდი დააყადაღა, რომლებიც მოქალაქეებს პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდა და სხვადასხვა საქველმოქმედო მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი