სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, წარმოებაში მიიღო მოძრაობა ,,ქართველთა ერთობის'' ერთ-ერთი ლიდერის, მოქალაქე გიორგი კუხალეიშვილის სარჩელი, რომლითაც ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ინფორმაცია კუხალეიშვილმა "მთავარის" ვებგვერდს თავად მიაწოდა.
კუხალეიშვილი 2024 წლის 11 დეკემბერს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავეს. როგორც მოქალაქე ამბობს, მის მიმართ შსს-ის წარმომადგენლებმა დაკავებისას განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა, წამება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა კი მას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი კუხალეიშვილის ინფორმაციით, მასზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, იოსებ სიგუამ, გიორგი ოთარაშვილმა, კახაბერ მურადაშვილმა, შაკო მეგულაშვილმა და დავით გიორგაშვილმა იძალადეს.
კუხალეიშვილმა ოლიგარქის პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მარტში შეიტანა.