"სპარის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ამაღლების ქუჩაზე, სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფები უკვე გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეებში.

ობიექტი იმ კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს, სადაც პრემიერის ოჯახი, ეკონომიკის მინისტრი და პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ცხოვრობენ.

სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომლების ინფორმაციით, ინფიცირების სხვა სავარაუდო შემთხვევის შესახებ მათთვის ჯერ ცნობილი არ არის, შენობაში კი სადეზინფექციო სამუშაოები გვიან საღამოს ჩატარდება.

ცნობისთვის, დღეს, 5 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი4 კი გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი