"კანონი სანქციებს დაუწესებს რეჟიმს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და პროდასავლურ ტრაექტორიას" | წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის განხილვა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის განხილვა დაიწყო. 

როგორც რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, ბრაიან მასტმა აღნიშნა, აქტის მიღება აუცილებელია, რათა ამერიკამ მხარი დაუჭიროს ქართელ ხალხს და სანქციები დაუწესონ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ქვეყანას დასავლეთსგან აშორებენ. 

"საქართველო NATO-ს მთავარი პრეტენდენტი და შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით რუსეთის 2008 წლის შეჭრის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა ისარგებლა სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობით [ქვეყანასთან] და საქართველოს მოსახლეობა ცნობილია პროამერიკული მხარდაჭერით. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან შეირყა საქართველოს მმართველი პარტიის ნაბიჯის გამო, ასევე ჩინეთთან და ირანთან მათი დაახლოების გამო... ეს კანონპროექტი დაუწესებს სანქციებს რეჟიმის ჩინოსნებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და პროდასავლურ ტრაექტორიას, ასევე გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს მხარდაჭერას, რომელიც გაანათებს რუსეთის სადაზვერვო საქმიანობას საქართველოში.

ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას სთავაზობს. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა პროდასავლურ ტრაექტორიას, ის გვპირდება ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობას და ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. შეერთებულმა შტატებმა უნდა დააჯილდოოს პარტნიორები კარგი საქციელისთვის. ეს კანონპროექტი არ არის თავდასხმა ქართველ ხალხზე, ის მათ მხარდაჭერას ცდილობს და ცდილობს დასაჯოს არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკები", - თქვა მასტმა და სხვა კანონმდებლებს მისი მოუწოდა მხარდაჭერისკენ, ისევე როგორც ეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე მოხდ. [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი