"ოცნების" არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება ახშობს ხალხის ნებას... ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ" | უილსონი

გამოქვეყნდა:

"155 დღეზე მეტია, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი მშვიდობიანად ქუჩაშია გამოსული და ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის. მათ თან აქვთ აშშ-ის დროშები, ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტოები იმის სადემონსტრაციოდ, რომ პატივს სცემენ თავისუფლებას და დემოკრატიას. მათი მიზანი ნათელია - ისინი არ აღიარებენ კორუფციულ, არალეგიტიმურ რეჟიმს.

სამწუხაროდ, ხალხის ნებას ახშობს "ქართული ოცნების" არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, ქვეყანა მიჰყიდოს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას უთმობს შავი ზღვის პორტს, რომელიც ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს; ასევე ემორჩილება თეირანის რეჟიმს, რომელმაც, როგორც ვიცით, გუშინ განახორციელა თავდასხმა ისრაელზე, და სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ცდილობს, დაიმორჩილოს ქართველი ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პროამერიკული ხალხია მსოფლიოში.

...გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო მწუხარება გამოთქვა... ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის. ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება".

- ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის განხილვისას და კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. [სინქრონული თარგმანი]
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი